საგანი: მე და საზოგადოება თემა: ჩემი ოჯახი კლასი: მე-3/ზ საათების სავარაუდო რაოდენობა: სკოლა: მე-11 პედაგოგი: მ.მინდიაშვილი |
|||
სამიზნე ცნება და ცნებასთან დაკავშირებული
მკვიდრი წარმოდგენები |
საკითხი / საკითხები |
საკვანძო შეკითხვა / საკვანძო შეკითხვები |
კომპლექსური დავალება / დავალებები |
·
„ჩემი ოჯახი“ |
როგორ გავაცნო
ჩემი ოჯახი სხვებს? რა პასუხისმგებლობები
მაქვს ჩემი ოჯახის წინაშე? როგორ ვაგვარებთ
კონფლიქტებს მშვიდობიანად? როგორია ჩემი
ოჯახის ტრადიციები(დღესასწაულები) და ღირებულებები? როგორ შევქმნა
ჩემი ოჯახის გერბი? |
||
საზოგადოება ·
საზოგადოების
წევრებს აქვთ ერთიანობის განცდა („ჩვენ“); ·
საზოგადოების
წევრებს აქვთ საერთო ინტერესი და საზრუნავი; ·
საზოგადოების
წევრები თანხმდებიან ქცევის წესებსა და ღირებულებებზე. |
აქტივობა / აქტივობები: |
1.მოსწავლეები
ავსებენ სქემას“ ჩემი ოჯახი“ გააკეთებენ პრეზენტაციას
კლასის წინაშე.ისაუბრებენ თუ ვინ არის ოჯახის უხუცესი წევრი,ვინ არის ყველაზე პატარა.გააცნობენ
კლასს თავიანთ ოჯახის წევრებს. 2.მოსწავლეები
ხატავენ საკუთარ ოჯახის წევრებს.ილუსტარციას წარუდგენენ კლასს და ისაუბრებენ თუ როგორ
ინაწილებენ საქმეებს ოჯახში და რა მოვალეობები აქვთ მათ ოჯახის წინაშე(მაგალითად
შინაური ცხოველის მოვლა,უმცროს და-ძმაზე ზრუნვა,ოთახის მცენარეების მორწყვა და ა.შ) 3.მოსწავლეები
განიხილავენ სხვადასხვა სიტუაციურ ამოცანებს.მაგ: ერთი და იგივე
სათამაშო ვერ გაიყო და-ძმა და მოუვიდათ კონფლიქტი. შინაური ცხოველის
გასეირნება სურდა ორივე ძმას და ვერ შეთანხმდნენ ამის გამო. დედამ სთხოვა
ოთახის მცენარეების მორწყვა და ბავშვმა უარი განაცხადა და უპასუხა,რომე ეს მისი საქმე
არ იყო.ამის გამო მშობლებისგან დაისაჯა და საყვედური მიიღო. (მსგავსი სიტუაციური ამოცანების მოფიქრება შეძლება
სხვა თემებზეც.სადაც მოსწავლეები იმსჯელებენ პრობლემურ სიტუაციებზე და შეეცდებიან
მათ გამოკვეთასა და გადაჭრას).მოსწავლეები სიტუაციური ამოცანების განხილვისას შეეცდებიან
მოიყვანონ საკუთარი ცხოვრებისეული მაგალითებიც,იმჯელონ მათზე,შეაფასონ საკუთარი ქმედებები,რათა
მომავალში მარტივად მოაგვარონ კონფლიქტები. 4.მოსწავლეები
მოამზადებენ ინფორმაციებს საკუთარი ოჯახის დღესასწაულების შესახებ. ისაუბრებენ თუ
როგორ აღნიშნავენ მათ.რას საქმიანობენ ოჯახის წევრები ამ დროს.თავად რა ფუნქცია აქვთ
ოჯახური დღესასწაულების ორგანიზების დროს.შესაძლებელია ილუსტრაციის შესრულებაც თემა
„ჩემი ოჯახის დღესასწაულები“. 5. მოსწავლეები
ციფრული რესურსის გამოყენებით გააკეთებენ გერბს „ჩემი ოჯახი“. მასში ასახული იქნება
ამ ოჯახის იდენტურობის ამსახველი სიტყვა,ინტერესები და ღირებულებები.(მაგ: სიყვარული,ზრუნვა,მეგობრობა,თანადგომა
და ა. შ) |
|
რესურსები |
შეფასების კრიტერიუმები |
||
|
სხვადასხვა საზოგადოებრივი
ჯგუფის გამოკვეთა და დახასიათება; მათი ინტერესებისა და საზრუნავის ერთმანეთთან
შედარება. ამა თუ იმ საზოგადოებაში
მომხდარი კონფლიქტების მიზეზებისა და შედეგების ერთმანეთთან შედარება;
საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე კონფლიქტში ჩართული მხარეების
ქმედებების შეფასება. სხვადასხვა საზოგადოებრივ
ჯგუფში დამკვიდრებული ქცევის წესებისა და ღირებულებების გამოკვეთა;
საზოგადოებისთვის თითოეული მათგანის მნიშვნელობისა და საჭიროების ახსნა. |
||
სამიზნე ცნება და ცნებასთან დაკავშირებული
მკვიდრი წარმოდგენები |
საკითხი / საკითხები |
საკვანძო შეკითხვა / საკვანძო შეკითხვები |
კომპლექსური დავალება / დავალებები |
·
„ჩემი ოჯახი“ |
რა
პროფესიის არიან ჩემი ოჯახის წევრები და რატომ არის მათი საქმიანობა მნიშვნელოვანი? რომელი
ინსტიტუციების მომსახურებით ვსარგებლობთ ყველაზე ხშირად და რატომ? |
||
ინსტიტუცია ·
კონკრეტული
დანიშნულების, ფუნქციის მქონე დაწესებულება, რომლის მიზანია ადამიანებსა და მათ
საჭიროებებზე ზრუნვა; ·
ინსტიტუცია უფრო
ეფექტურად ზრუნავს ადამიანებზე, ვიდრე ეს ცალკეულ ადამიანებს შეუძლიათ; ·
სხვადასხვა
ინსტიტუციაში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მუშაობენ. |
აქტივობა / აქტივობები: |
ციფრული
საგანმანათლებლო რესურსის „ვსწავლობთ თამაშით“ გამოყენებით ილუსტრაციების შექმნა,
რომელიც მათი ოჯახის წევრების პროფესიულ
საქმიანობას განასახიერებს (ილუსტრაციებში ხაზგასმით უნდა გამოჩნდეს რაზე
და როგორ ზრუნავს ამა თუ იმ პროფესიის ადამიანი). 2.
ინტერვიუ რომელიმე მშობელთან და მის თანამშრომლებთან. მოსწავლე წინასწარ მოამზადებს
კითხვებს, ესტუმრება მშობელს სამსახურში და გაესაუბრება იქ მომსახურე პერსონალს მათ
პროფესიაზე,მის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე.მოძიებულ ინფორმაციას წარუდგენს კლასს.
3.მოსწავლეები
ჩამოწერენ,დახატავენ თუ რომელი ინსტიტუციების
მომსახურებით სარგებლობენ ყველაზე ხშირად მათი ოჯახის წევრები.გააკეთებენ პრეზენტაციებს
და ისაუბრებენ თუ რაში ეხმარება მათ ეს ინსტიტუციები. |
|
რესურსები |
შეფასების კრიტერიუმები |
||
|
ინსტიტუციების დანიშნულებისა
და საჭიროების აღწერა. სხვადასხვა ინსტიტუციებს შორის
მსგავსებებისა და განსხვავებების
ამოცნობა და ერთმანეთთან დაკავშირება. პროფესიების კონკრეტულ
ინსტიტუციებთან დაკავშირება. |
||
სამიზნე ცნება და ცნებასთან დაკავშირებული
მკვიდრი წარმოდგენები |
საკითხი / საკითხები |
საკვანძო შეკითხვა / საკვანძო შეკითხვები |
კომპლექსური დავალება / დავალებები |
·
„ჩემი ოჯახი“ |
როგორ
ვგეგმავთ და ვინაწილებთ საქმიანობას ოჯახის წევრები? როგორ
ვგეგმავ საკუთარ საქმიანობას ყოველდღიურად? როგორ
ვგეგმავთ საოჯახო დღესასწაულებს ოჯახში? |
||
დაგეგმვა ·
საკუთარი (ან
ჯგუფის) მოქმედებების წინასწარ გააზრება დასახულ მიზნებთან მიმართებით; ·
მოქმედებების დროში
განაწილება; ·
საკუთარი (ან ჯგუფის)
ქმედებების მიზეზ-შედეგობრიობის ჭრილში გააზრება. |
აქტივობა / აქტივობები: |
1.მოსწავლეები
გააკეთებენ ილუსტრაციას სადაც ასახული იქნება ოჯახის წევრების ერთობლივი საქმიანობა(მაგ:რთველი,სუფრის
გაწყობა,ბაღის სამუშაოები,საჭმლის მომზადება,ჭურჭლის რეცხვა და ა.შ).წარუდგენენ კლასს
და იმსჯელებენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქმის გადანაწილება,დაგეგმა და ურთიერთდახმარება. 2.მოსწავლეები
ჩამოწერენ მათი ყოველდღიური საქმიანობის გეგმას ოჯახში.(საწოლის გასწორება,ჩანთის
ჩალაგება, საუზმის მომზადება,ან დახმარება, საკუთარი ნივთების დალაგება-მოწესრიგება,შინაური
ცხოველის გასეირნება და ა.შ.) 3.მოსწავლეები
დახატავენ ოჯახური დღესასწაულის ამსახველ ილუსტარციებს და ჩამოწერენ თუ როგორ გეგმავენ
დღესასწაულის მომზადებას(მაგ:ოჯახის წევრის დაბადების დღე,ახალი წელი,აღდგომა და
ა.შ) |
|
რესურსები |
შეფასების კრიტერიუმები |
||
|
დაგეგმილი აქტივობის ეტაპებად
დაყოფა და დროში განაწილება. დაგეგმის თითოეული ეტაპის (მიზნის განსაზვრა, დაგეგმილი მოქმედებების
სივრცე-დროით ჭრილში გააზრება, საჭირო რესურსების მოძიება, საჭირო ადამიანებთან
რაღაცეებზე წინასწარ შეთანხმება, მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა)
მნიშვნელობისა და საჭიროების გაანალიზება. |
||
სამიზნე ცნება და ცნებასთან დაკავშირებული
მკვიდრი წარმოდგენები |
საკითხი / საკითხები |
საკვანძო შეკითხვა / საკვანძო შეკითხვები |
კომპლექსური დავალება / დავალებები |
·
„ჩემი ოჯახი“ |
როგორ
ზრუნავენ ჩემი ოჯახის წევრები ერთმანეთზე? როგორ
განვასხვავო ანგარებიანი და უანგარო ზრუნვა ერთმანეთისგან? როგორ
შემიძლია ვიზრუნო ჩემს ოჯახის წევრებზე? |
||
ზრუნვა ·
ზრუნვა ნიშნავს
თანაგრძნობას (ემპათიას), წუხილს, ფიქრს ვინმეზე ან რამეზე; ·
ზრუნვა ნიშნავს მოვლას (საკუთარი ქმედებებით ვინმეს ან რაიმეს მიმართ ყურადღების
გამოხატვა პირადი სარგებლის მოლოდინის გარეშე). |
აქტივობა / აქტივობები: |
1.ციფრული
რესურსის „ვსწავლობთ თამაშით“ გამოყენებით მხატვრული ილუსტრაციის შექნა, რომლის საშუალებითაც
მოსწავლე მზრუნველობის ობიექტის განცდებსა და პრობლემებს გადმოსცემს; 2.ციფრული
რესურსის „ვსწავლობთ თამაშით“ გამოყენებით სამი ილუსტრაციების შექმნა, რომელთაგან პირველი ასახავს
ობიექტს, რომელსაც დახმარება სჭირდება, მეორე ადამიანის მიერ ამ ობიექტის მიმართ
განხორციელებულ მზრუნველობით აქტს, მესამე კი პოზიტიურ შედეგებს, რომელიც ობიექტზე
ზრუნვის შედეგად აისახა. 3.მოსწავლეები
განიხილავენ სიტუაცოურ ამოცანებს სადაც ორგვარი ზრუნვაა გამოხატული :ანგარებიანი
და უანგარო.იმსჯელებენ მათ მსგავსება-განსხვავებაზე და გააკეთებენ დასკვნებს,თუ რატომ
არის აუცილებელი უანგარო ზრუნვა ადამიანების მიმართ. 4.მოსწავლეები
დაწერენ თუ ვის სჭირდება ყველაზე მეტად ზრუნვა მათ ოჯახში(პატარებს,მოხუცებს) გააკეთებენ
ილუსტრაციებს თუ როგორ ზრუნავენ თავიანთ ოჯახის წევრებზე . |
|
რესურსები |
შეფასების კრიტერიუმები |
||
|
გააანალიზოს, თუ რაში და როგორ
სჭირდებათ დახმარება გარშემო მყოფებს. შეადაროს ზრუნვა ქმედებას,
როდესაც ადამიანი კარგი საქმის სანაცვლოდ მომენტალურ სარგებელს მოელის. |
||
სამიზნე ცნება და ცნებასთან დაკავშირებული
მკვიდრი წარმოდგენები |
საკითხი / საკითხები |
საკვანძო შეკითხვა / საკვანძო შეკითხვები |
კომპლექსური დავალება / დავალებები |
·
„ჩემი ოჯახი“ |
როგორ იცვლება
ჩემო ოჯახი დროთა განმავლობაში? როგორ ვხვდებით
ოჯახის ახალ წევრს? როგორები იყვნენ
ჩემი წინაპრები? რას გვიამბობენ
ჩემი ოჯახის ძველებური ნივთები? |
||
ცვლილება ·
კავშირი წარსულს,
აწმყოსა და მომავალს შორის; ·
ცვლილება
ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია; ყველაფერი იცვლება; ·
ცვლილებების შესახებ
ინფორმაციას ცალკეული ნივთები და ტექსტები (ზეპირი, წერილობითი, ვიზუალური)
„ინახავს“. |
აქტივობა / აქტივობები: |
1.მოსწავლეები
მშობლების დახმარებით გააკეთებენ ოჯახის გენეალოგიურ ხეს.გააკეთებენ პრეზენტაციას
და ისაუბრებენ როგორ შეიცვალა მათი ოჯახი დროთა განმავლობაში. 2.მოსწავლეები
გააკეთებენ ილუსტრაციას თემაზე „ჩვენი ოჯახის ახალი წევრი“. შესაძლებელია დახატონ
პატარა და-ძმის დაბადება, ოჯახში შინაური ცხოველის გაჩენა და გადმოსცემენ საკუთარ
ემოციებს. 3.გაიცანი ჩემი
წინაპარი.მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას რომელიმე მათი წინაპრის შესახებ,რომელიც
რაიმე ნიშნით გამორჩეული იყო და წარუდგენენ კლასს. 4.ძველი ნივთებით
მოყოლილი ამბები.მოსწავლეები მოიძიებენ რაიმე ძველებურ ნივთს(ოჯახურ რელიკვიას),გამოიკითხავენ
ამ ნივთთან დაკავშირებულ ამბებს ოჯახის წევრბს და გააცნობენ კლასს. |
|
რესურსები |
შეფასების კრიტერიუმები |
||
|
ყოველდღიურ ცხოვრებაში
მომხდარი ცვლილებების დაფიქსირება და აღწერა. ერთი და იგივე მოვლენების,
ყოფითი დეტალების, კულტურის ფორმების დღეს და წარსულში არსებული ფორმების
ერთმანეთთან შედარება. იმ ინფორმაციის გაანალიზება,
რომელსაც ესა თუ ის ძველი ნივთი ინახავს. |
||
სამიზნე ცნება და ცნებასთან დაკავშირებული
მკვიდრი წარმოდგენები |
საკითხი / საკითხები |
საკვანძო შეკითხვა / საკვანძო შეკითხვები |
კომპლექსური დავალება / დავალებები |
·
„ჩემი ოჯახი“ |
როგორ გადმოვცე
ჩემს ოჯახთან დაკავშირებული საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბავი? |
||
ამბავი ·
მონათხრობი, რომელიც გადმოგვცემს მთხრობელის თვალთახედვით დანახულ
მნიშვნელოვან მოვლენას; ·
მონათხრობი
(ისტორიული, თანამედროვე), რომელსაც აქვს დასაწყისი, განვითარება და დასასრული. |
აქტივობა / აქტივობები: |
მოსწავლეები მოიძიებენ
საკუთარ ოჯახთან დაკავშირებულ საინტერესო ამბავს,ან გაიხსენებენ საკუთარი გამოცდილებიდან
და წარადგენენ კლასის წინაშე.(ამბავი წინაპარზე,ნივთზე,ოჯახის წევრზე,შინაურ ცხოველზე
და ა.შ) |
|
რესურსები |
შეფასების კრიტერიუმები |
||
|
გააანალიზოს,
თუ რამდენად ცვლის წერილობითი ან ზეპირი ფორმით გადმოცემულ ამბავს მთხრობელის პოზიცია. წერილობით, ან ზეპირი ფორმით
გადმოცემული ამბის შესავლის, განვითარებისა და დასკვნის გამოკვეთა. |
No comments:
Post a Comment