ქართული ენა და ლიტერატურა

 

ქართული ენა და ლიტერატურა

 

საგანი:     ქართული ენა და ლიტერატურა

ძირითადი რესურსი: “ მეტოქის დახმარება” ( იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის -” თავის გაწირვა მტრისათვის” - მიხედვით).  ი. იაშვილი, ნ. მხეიძე, მ. აბესაძე. მოსწავლის წიგნი . I ნაწილი.  

დამატებითი  რესურსი: ვაჟა-ფშაველა “ის კი არ არის ბიჭობა” ი. იაშვილი, ნ. მხეიძე, მ. აბესაძე. მოსწავლის წიგნი . I ნაწილი.

თემა:  სიკეთე     

შესაძლო დამატებითი თემატიკა:  მზრუნველობა

კლასი:      მე-3

საათების სავარაუდო რაოდენობა:   6

სკოლა:მე-11

პედაგოგი: მ.მინდიაშვილი

 

 

სამიზნე ცნება  და მასთან დაკავშირებული  მკვიდრი წარმოდგენები

 

ქვეცნებები, საკითხები: 

1.       თემა;

2.       მთავარი იდეა, მნიშვნელოვანი დეტალი;

3.       საკვანძო ეპიზოდი;

4.       სიუჟეტის განვითარების  საფეხურები (დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული);

 

 

 

 

·         სამიზნე ცნების საკვანძო შეკითხვა/ შეკითხვები:

·         რაში და როგორ დამეხმარება ამ ტექსტის წაკითხვით მიღებული გამოცდილება ყოველდღიურ ცხოვრებაში?

·         რა არის ავტორის მთავარი სათქმელი? / რა  მნიშვნელობა აქვს დეტალებს  ან კონკრეტულ ინფორმაციას ტექსტის მთავარი იდეის / პრობლემის/იდეის გაგებისთვის?

·         როგორ განვასხვავო ტექსტში მთავარი და არამთავარი ინფორმაცია?

·         რატომ არის ტექსტი აბზაცებად დაყოფილი?

·         რამდენად და როგორ ახასიათებს პერსონაჟს  მისი სიტყვები, აზრები, ემოციები, ქმედებები და დამოკიდებულებები?

·         რატომ / რა მიზნით ვკითხულობ?

·         როგორ შევძლებ ტექსტის უკეთ გაგებას? / რატომაა მნიშვნელოვანი გონებრივი ხერხების  გამოყენება?  

რამდენად და როგორ ამდიდრებს ტექსტის წაკითხვა  ჩემი სიტყვების მარაგს?

 

 

 

 

 

 

კომპლექსური დავალებები

 

 

ტექსტის გაგება

·         ტექსტის გაგებისთვის უნდა დავაკვირდე:

ა)  შინაარსს (მაგ., მოქმედების დროსა ადგილს, პერსონაჟ(ებ)ს; ამბის განვითარებას, მთავარ იდეას/საკითხს, დეტალებს, ჟანრს);

ბ) ენას (მაგ., გამოყენებულ სიტყვებს, მხატვრულ ხერხებს);

გ) სტრუქტურას (სათაურს, აბზაცებს);

 

·   წაკითხული/მოსმენილი ტექსტის გასაგებად, აზრის გამოსატანად საჭიროა სხვადასხვა გონებრივი ხერხის გამოყენება.

მაგალითად:

Øუნდა დავამყარო კავშირები ჩემს ცოდნა-გამოცდილებასა და ტექსტს შორის; ტექსტის სხვადასხვა ნაწილს შორის;

Øმინიშნებებზე დაყრდნობით უნდა გამოვთქვა და გადავამოწმო ვარაუდები, გამოვიტანო და გადავამოწმო დასკვნები;

Øტექსტზე მუშაობისას უნდა  დავფიქრდე და გავიაზრო, რომელი გონებრივი ხერხი მჭირდება დასმული  ამოცანის გადასაჭრელად.

 

აქტივობა 1 კითხვა პაუზებით

პირობის გაცნობა

ყურადღებით მოუსმინეთ ტექსტს,რომელსაც წაგიკითხავთ მცირე პაუზებით

 

 

დავალება 1. “მოთხრობის რუკა”

დავალების აღწერა:   ტექსტს წაიხითხავს რამდენიმე მოსწავლე,  ყველას დაგირიგებთ სქემა, სადაც თქვენ უნდა შეარჩიოთ , თუ რა ვითარებაა, როდის და სად ხდება მოქმედება, გამოყავით პერსონაჟი, გამოკვეთეთ  პრობლემა,  მიუთითეთ პრობლემის მოსაგვარებელი  მოქმედებები და დაასრულეთ პრობლემის გადაწყვეტით.

ვითარება

დრო

ადგილი

 

პერსონაჟი:

პრობლემა:

მოქმედება/მოქმედებები:

პრობლემის გადაწყვეტა:

 დავალება  2. მიზეზი - შედეგი.

დავალების მოკლე აღწერა.  წაიკითხე ტექსტი, მოძებნე ორი მიზეზი, რომელიც ამ ფაქტს / მოვლენას გაამართლებს და  ეს დავალებას სრულყავით სქემაში.

მიზეზი: კინკლაობა

შედეგი: ჩხუბი

მიზეზი: დახმარების სურვილი.

შედეგი:  შერიგება

 

დავალება  3.

დავალების  აღწერა: გთხოვთ,  დანომროთ ტექსტი აბზაცების მიხედვით, დაასათაურეთ თითოეული აბზაცი და დაწერეთ მოკლე შინაარსი.

შეფასების კრიტერიუმი / კრიტერიუმები:

მოსწავლეს შეუძლია:

დავალება 1.

მოსმენილისა და წაკითხულის გააზრება და  მაორგანიზებელ სქემაში მოთავსება. კავშირების დამყარება ტექსტის სხვადასხვა ნაწილს შორის და მთავარი იდეის ამოცნობა გონებრივი ხერხების გამოყენებით.

დავალება 2.

მოსწავლეს შეუძლია წაკითხულის გააზრების შედეგადვ გამოყოს ტექსტიდან ორი მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელიც იწვევს მნიშვნელოვან შედეგს და გამოიყენოს ის  პირად ყოველღიურობაში.

  დავალება 3.

მოსწავლეს შეუძლია ტექსტიდან მთავარი ინფორმაციის გამოტანა და გადმოცეა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სამიზნე ცნება  და მასთან დაკავშირებული  მკვიდრი წარმოდგენები

 

ქვეცნებები, საკითხები:

თემა,

იდეა,

პერსონაჟი,

სიუჟეტი,

სათაური; ხედვის კუთხე

 

სამიზნე ცნების საკვანძო შეკითხვა / შეკითხვები:

·         რა და როგორ შეიცვლება ტექსტში მოქმედების დროისა და ადგილის, ან: პერსონაჟის ქცევის შეცვლით,  ან: ახალი პერსონაჟის შემოყვანით? რა არ შეიცვლება/ რა დარჩება იგივე ?

·         რამდენად და როგორ მეხმარება  პერსონაჟთან დაკავშირებული კითხვების დასმა მის უკეთ  გაგებაში?

·         რის საფუძველზე (/რაზე დაყრდნობით) შევძლებ ტექსტის გაგრძელებას?

·         როგორ გავუგო უკეთ პერსონაჟს? რამდენად და როგორ ახასიათებს პერსონაჟს  მისი სიტყვები, აზრები, ემოციები, ქმედებები და დამოკიდებულებები?

 

 

 

 

 

კომპლექსური დავალებები

 

 

ინტერპრეტირება

·         ტექსტში მოცემული ინფორმაციისა და პირადი  ცოდნა-გამოცდილების დაკავშირების საფუძველზე შემიძლია:

o   ტექსტის მნიშვნელობის ახსნა,

o   ახალი იდეების  შემუშავება;

o    ტექსტის წარმოდგენა ახალი   კუთხით, განსხვავებული ფორმით.

 

 

 

ავალება 6. „პერსონაჟი მრუდე სარკეში“ : გარდავქმნათ პერსონაჟი

 

დავალების მოკლე აღწერა:  წყვილებში ან  ჯგუფებში  გადაასხვაფერეთ/გარდაქმენით პერსონაჟი სრულიად საპირისპირო თვისებების, ქმედებების  მინიჭების გზით; მოიფიქრეთ „მრუდე სარკეში ასახულ“ პერსონაჟთან დაკავშირებული სიტუაცია,  შექმენით პოსტერი  /ილუსტრაციები და დაურთეთ განმარტებითი წარწერები,  ან:  გაითამაშეთ თქვენ მიერ მოგონილ სიტუაციას. 

 

დავალება 4. ტექსტის გაგრძელება 

 

დავალების მოკლე აღწერა: მოსწავლე თხზავს ტექსტის გაგრძელებას და აფორმებს ილუსტრაციებით.

 

დავალება 3. „რა იქნებოდა, რომ ...“

 

დავალების მოკლე აწერა: შესწავლილი ტექსტის საფუძველზე  შექმენით მცირე ზომის ილუსტრირებული ტექსტი - კომიქსი მოქმედების დროის ან/და ადგილის შეცვლის, პერსონაჟის ქცევის შეცვლის, ახალი პერსონაჟის მოფიქრების ან სხვა ცვლილების შეტანის გზით.

 

 

 

 

 

 

შეფასების კრიტერიუმი / კრიტერიუმები

მოსწავლეს შეუძლია:

დავალება 1.

 

მოსწავლეს შეუძლია ტექსტის გაგების საფუძველზე  სათანადო დასკვნების გამოტანა   პერსონაჟის შესახებ;

ტექსტში მოცემული ინფორმაციისა და პირადი  ცოდნა-გამოცდილების დაკავშირების საფუძველზე ტექსტის წარმოდგენა განსხვავებული ფორმით/კუთხით.

 

დავალება 2.

მოსწავლეს შეუძლია  ტექსტში მოცემული ინფორმაციისა და პირადი  ცოდნა-გამოცდილების დაკავშირების საფუძველზე ახალი იდეების გენერირება.

დავალება 3.

 მოსწავლეს შეუძლია ტექსტში მოცემული ინფორმაციისა და პირადი  ცოდნა-გამოცდილების დაკავშირების საფუძველზე  ტექსტის მნიშვნელობის ახსნა და ახალი იდეების გენერირება.

 

 

 

 

სამიზნე ცნება  და მასთან დაკავშირებული  მკვიდრი წარმოდგენები

 

ქვეცნებები, საკითხები:

სიტყვათა მორფოლოგიური აგებულება და ფორმაცვალება

 

სამიზნე ცნების საკვანძო შეკითხვა / შეკითხვები

·         როგორ იცვლიან სიტყვები მნიშვნელობასა და ფორმას?

რა ნიშან-თვისებების საფუძველზე დავაჯგუფო სიტყვები?   

 

კომპლექსური დავალებები

 

 

 

გრამატიკული კანონზომიერებების აღმოჩენა და გამოყენება

 

·                     დაკვირვების შედეგად შეიძლება იმის აღმოჩენა, თუ რა წესით იცვლება სიტყვების ფორმა და აგებულება;

·        აღმოჩენილი წესის საფუძველზე შესაძლებელია სიტყვების ფორმისა და აგებულების შეცვლა;

·         სიტყვის ფორმის შეცვლამ შეიძლება გამოიწვიოს მისი მნიშვნელობის ცვლილებაც;

·        სიტყვები ერთიანდება წინადადებად.

·        წინადადებაში სიტყვები ერთმანეთთან დასაკავშირებლად  საჭირო ფორმას იძენს;  

·         სიტყვების დაჯგუფება შესაძლებელია სხვადასხვა ნიშან-თვისების მიხედვით.

 

 

 

დავალება 1.

 კანონზომიერების აღმოჩენ

მე შევაგროვე კონკრეტული კანონზომიერების, მაგალითად, კუმშვის გამომხატველი მაგალითები (=„კი-მაგალითები“), ასევე კონტრმაგალითები (=„არა მაგალითები“).   გთხოვთ,აღმოაჩინოთ, რა საერთოა  „კი მაგალითებს“ შორის.   ძიების გზით უნდა აღმოაჩინოთ საერთო კანონზომიერება.

დავლება 2. თავსატეხის ამოხსნა

დაგირიგებთ ერთმანეთში არეულ „კი მაგალითებს“ და „არა მაგალითებს“ (მაგ., თუ კუმშვაზე მუშაობენ - ფუძეუკუმშველ და ფუძეკუმშვად სახელებს); თქვენ თავად უნდა დააჯგუფოთ ერთად „კი მაგალითები და „არა მაგალითები“. სამუშაოს დასრულებისას კი უნდა  ახსნათ, რატომ დააჯგუფეთ ასე.  პასუხების განხილვაში მთელი კლასი მიიღებს მონაწილეობას, საერთო ძალებით შეიქმენით საბოლოო ვარიანტი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შეფასების კრიტერიუმი/კრიტერიუმები

მოსწავლეს შეუძლია: 1. დაკვირვების საფუძველზე გრამატიკული

კანონზომიერების აღმოჩენა  გამოყენება ტესტური დავალების შექმნის მიზნით;

 2. რთული სიტყვის შემადგენელი ნაწილების ამოცნობა.

 

 

 

სამიზნე ცნება  და მასთან დაკავშირებული  მკვიდრი წარმოდგენები

 

ქვეცნებები, საკითხები:

სასვენი ნიშნები და მათი ფუნქცია (გრძნობის გამოხატვა, პაუზის აღნიშვნა)

 

 

სამიზნე ცნების საკვანძო შეკითხვა / შეკითხვები

როგორ დავეხმარო მსმენელს ტექსტის უკეთ გაგებაში?

· როგორ წარმოვაჩინო/გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება ტექსტის მიმართ?

· როგორ გამოვხატო ავტორის, პერსონაჟის/ლირიკული გმირის გრძნობები, აზრები, ემოციები?

· როგორ მოვახდინო მსმენელზე შთაბეჭდილება?

· რატომ და როგორ უნდა გავიწაფო კითხვაში?

 

 

     

კომპლექსური დავალებები

 

 

 

გაწაფული  კითხვა

·         მნიშვნელოვანია ხმამაღლა წაკითხვა უშეცდომოდ და შეუფერხებლად;

·         საჭიროა სასვენი ნიშნების, აბზაცების წინასწარ დანახვა და მათი გათვალისწინებით ინტონაციისა და პაუზების მართვა;

გაწაფული კითხვა მნიშვნელოვანია ტექსტის გაგების გასაადვილებლად.

 

 

დავალება 1.

 დაფაზე გაკრულია   მონაკვეთი ტექსტიდან, სადაც არ არის დასმული სასვენი ნიშნები. გთხოვთ, ჩუმი კითხვით წაიკითხეთ ინდივიდუალურად . (შემდეგ კი ხმამაღლა რამდენიმე მოსწავლე წაიკითხავს)  დააკვირდით , თქვენ უნდა აღმოაჩინეთ გაწაფული კითხვისთვის ხელისშემშლელი ხარვეზი.

გთხოვთ,  დაამზადეთ ( დახატეთ, ამობეჭდეთ) სასვენი ნიშნები ,  იმუშავეთ ტექსტზე, მოარგეთ ეს სასვენი ნიშნები, შეჯერდით და რედაქტირებული ტექსტი წარმოადგინეთ.

 

 

 

შეფასების კრიტერიუმი / კრიტერიუმები

მოსწავლეს შეუძლია:

დავალება 1.

მოსწავლეს შეუძლია შეცდომების აღმოჩენა. უშეცდომოდ და შეუფერხებლად წაკითხვა; სასვენის ნიშნების გათვალისწინებით სათანადო ინტონაციის შერჩევა და პაუზების დაცვა; მიმიკა-ჟესტიკულაციის, სასვენი ნიშნების ადეკვატურად გამოყენება.

 

სამიზნე ცნება  და მასთან დაკავშირებული  მკვიდრი წარმოდგენები;

 

 ფუნქციური სამეტყველო მოქმედება[1]

ქვეცნებები, საკითხები:

·         იშვიათად ხმარებული სიტყვები;

·         თანამიმდევრობის აღმნიშვნელი სიტყვები: დასაწყისში/ჯერ ...., მერე ..., ბოლოს....

·         ამბის დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული;

·         სხვადასხვა მონათხრობი.

 

 

 

სამიზნე ცნების საკვანძო შეკითხვა / შეკითხვები

როგორ მოვახდინო შთაბეჭდილება მკითხველზე/მსმენელზე?

როგორ განვავრცო ამბავი?

როგორ გადმოვცე ამბავი ისე, რომ შთაბეჭდილება მოვახდინო მკითხველზე/მსმენელზე? 

 

 

კომპლექსური დავალებები

 

 

თხრობა

·   მოვლენები უნდა გადმოვცე  თანამიმდევრულად;

·   შემიძლია  გამოვიყენო თანამიმდევრობის აღმნიშვნელი სიტყვები;

 შემიძლია გამოვიყენო ისეთი ენა, რომელიც შთაბეჭდილებას მოახდენს მსმენელზე/მკითხველზე, დააინტერესებს მას.;

ან

აღწერა

·         ობიექტზე (საგანზე,  მოვლენაზე) დასაკვირვებლად  უნდა შევარჩიო კრიტერიუმები;

·         შერჩეული კრიტერიუმების საფუძველზე შემიძლია დავაჯგუფო კონკრეტული ინფორმაცია;

·         საჭიროა გამოვიყენო სხვადასხვა ნიშან-თვისების აღმნიშვნელი სიტყვები;

·         შემიძლია გამოვიყენო ისეთი ენა, რომელიც მსმენელს/მკითხველს

თვალწინ გაუცოცხლებს აღსაწერ ნივთს/ობიექტს.

ან

 

შედარება

·         ობიექტები უნდა შევადარო შერჩეული საერთო კრიტერიუმების საფუძველზე;

·         შერჩეული კრიტერიუმების საფუძველზე შემიძლია დავაჯგუფო მსგავსება-განსხვავებათა კონკრეტული მაგალითები;

·         ტექსტის შედგენისას შემიძლია გამოვიყენო მსგავსებისა და განსხვავების აღმნიშვნელი სიტყვები და კონსტრუქციები.

ან

 

აზრის გამოხატვა და დასაბუთება

Ø დასაბუთებული აზრის გამოსახატავად უნდა:

Ø გამოვთქვა ჩემი მოსაზრება;

Ø ავხსნა, რატომ ვფიქრობ ასე;

Ø მოვიყვანო მოსაზრების დამადასტურებელი კონკრეტული მაგალით(ებ)ი.

 

 

 

 

 

დავალება 1. უჩვეულო წინადადებები

 

დავალების მოკლე აღწერა: მოსწავლეები  ნასწავლი ტექსტიდან  შერჩეულ მწიგნობრულ, იშვიათად ხმარებული  სიტყვების  გამოყენებით შექმნიან  საინტერესო, სახალისო, უჩვეულო  წინადადებებს. მოსწავლეები წარმოადგენენ ნამუშევრებს;

 დავალება 2. უჩვეულო ამბავი

 ტექსტიდან ჩემ  მიერ შერჩეული იშვიათად ხმარებული სიტყვების გამოყენებით უნდა შექმნათ მცირე ზომის უჩვეულო, საინტერესო, სასაცილო ამბავი კონკრეტულ თემატიკაზე (მაგ., ექსკურსიაზე; უცნაური დილა; ეზოში, ზაფხული ერთ დღეს, დაბადების დღეზე და სხვ.)

დავალება 3. მოკლე შინაარსის გავრცობა

 დავალების მოკლე აღწერა:  განავრცეთ წაკითხული თხრობითი ტექსტის მოკლე შინაარსი  და ცსადეთ გადმოსცეთ შინაარსი იმგვარად,  რომ ამბავი უფრო საინტერესო და შთამბეჭდავი გახდეს მკითხველისთვის/მსმენელისთვის.

 

 

 

შეფასების კრიტერიუმი / კრიტერიუმები

მოსწავლეს შეუძლია:

დავალება 1.

მოსწავლეს შეუძლია ლექსიკის ცოდნის შემოქმედებითად გამოყენება მკითხველზე შთაბეჭდილების მოსახდენად. 

 დავალება 2

მოსწავლეს შეუძლია ამბის შეთხზვა ლექსიკის ცოდნის შემოქმედებითად გამოყენებით; ამბის თანამიმდევრულად გადმოცემა.

 

  დავალება 3

მოსწავლეს შეუძლია შეკუმშულად, მოკლედ გადმოცემული ამბის გავრცობა.

 

 

 

 

 

სამიზნე ცნება  და მასთან დაკავშირებული  მკვიდრი წარმოდგენები

 

ქვეცნებები, საკითხები:

·         საკომუნიკაციო სიტუაცია (რა მიზნით ვწერ? ვისთვის ვწერ? რაზე ვწერ?);

·         იდეები, აზრები, შინაარსი;

·         ორგანიზება;

·         ჟანრული მახასიათებლები;

·         სტილი,ტონი

·         მართლწერა;

·         აბზაცი

 

მაგალითები

·         დასაწერი ტექსტის მოდელები, ნიმუშები: განცხადება, მისალოცი/მოსაწვევი ბარათი, აფიშა; ანონიმ მოსწავლეთა წერითი ნამუშევრები. 

·         სხვადასხვა ტიპის წერითი ნამუშევრები:  პირადი მოსაზრების ამსახველი ერთაბზაციანი ტექსტი, მარტივი ყოფითი ტექსტები და მისთ.

 

 

 

 

სამიზნე ცნების საკვანძო შეკითხვა / შეკითხვები

რა  დამეხმარა იმაში, რომ ჩემი სათქმელი გასაგები ყოფილიყი ადრესატისთვის?

·         რა დამეხმარება წერის მიზნის მიღწევაში?

·         როგორ გადმოვცე უკეთ ჩემი სათქმელი?

როგორ დავეხმარო მკითხველს ჩემი ნაწერის გაგებაში?

 

 

კომპლექსური დავალებები

 

 

. წერა

·               წარმატებული წერისთვის უნდა გამოვიყენო სხვადასხვა  ხერხი  წერის დაწყებამდე, წერის დროს, წერის შემდეგ;

წერის დაწყებამდე

·         უნდა გავიაზრო,  რა მიზნით ვწერ და ვისთვის,  რა ჟანრში ვწერ;

·         უნდა შევიმუშავო იდეები და მოვახდინო მათი ორგანიზება;

·         თავი უნდა მოვუყარო აუცილებელ რესურსებს.

წერის დროს

·         უნდა ვითვალისწინებდე ჩემს მიზანს (რისთვის ვწერ) და ამ მიზნის შესაბამისად უნდა ვაყალიბებდე სათქმელს (აზრებს, გრზნობებს), ვარჩევდე სიტყვებს;

·         უნდა ვითვალისწინებდე ჟანრის მახასიათებლებს;

წერის შემდეგ

·         პირველადი  ვარიანტის გასაუმჯობესებლად  საჭიროა მისი წაკითხვა მკითხველის თვალით;

·         შეფასების კრიტერიუმების გამოყენება დამეხმარება  ნამუშევრის გაუმჯობესებაში;

·         საბოლოო ვარიანტის შემუშავების  შემდეგ შემიძლია მისი გაფორმება.

 

 

 

 

დავალება 1. წერილი პერსონაჟს.

მე დაგიწერეთ დაფაზე წერილის წერისას აუცილებლად გამოსაყენებელი სიტყვები თუ წევრ-კავშირები, როგორიცაა : გამარჯობა, როგორ ხარ(თ)? როდისთვის? რამდენი ხანია? რამ გამოიწვია? მთავარი მაინც ურთიერთობაა და სხვა. ასევე მიგითითებთ აბზაცების რაოდენობას.  დაფაზე გიწერიათ  სასვენი ნიშნები (,  ? . !), რომლებიც თქვენ  სათანადო ადგილას უნდა დასვათ. ამ ინსტრუქციის მიხედვით თქვენ წერილს მისწერეთ რომელიმე პერსონაჟს. წერილში თქვენ უნდა დააფიქსიროთ ის, თუ რა მიზნით წერეთ.  ორგანიზებულად უნდა გადმოსცეთ შინაარსი და წერილის ავტორის სტილმა და სასაუბრო ტონმა ადრესატი ( მკითხველი, მსმენელი)  უნდა მიახვედროს იმას, თუ ვის წერს ადრესანტი, მასზე უფროსს თუ მასზე უმცროსს.

 

 

 

შეფასების კრიტერიუმი / კრიტერიუმები

მოსწავლეს შეუძლია: 

მოსწავლეს შეუძლია სასვენი ნიშნების სწორად გამოყენება, წერისას სათანადო სტილის შერჩევა.

 

 

  სამიზნე ცნება  და მასთან დაკავშირებული  მკვიდრი წარმოდგენები

 

·         ქვეცნებები, საკითხები:

·           თემა;

·         მთავარი იდეა და დეტალები;

·         პერსონაჟი;

·         მოქმედების დრო და ადგილი;

·         თხრობის/სიუჟეტის განვითარება.;

·         სათაური, აბზაცი, ილუსტრაცია (მაორგანიზებელი ელემენტები).

·         ავტორი;

·         ტექსტის მაორგანიზებელი ელემენტები (მაგ., სათაური, რუბრიკა, სქემა,  ილუსტრაცია, წარწერა, პირობითი ნიშანი)

·         საკომუნიკაციო სიტუაცია (მიზანი, ადრესატი, ავტორი;)

მეტყველების ეტიკეტი.

 

 

სამიზნე ცნების საკვანძო შეკითხვა / შეკითხვები

 

როგორ გამოვიყენო ჟანრული მახასიათებლების ცოდნა კითხვის/მოსმენის, ლაპარაკისა და წერის დროს?

 

 

კომპლექსური დავალებები:

 

 

ჟანრები[2]

11.2 მოთხრობა

შინაარსი

·         მოთხრობილია ამბავი;

·         გამონაგონია, გამოგონილი ამბავია; შეიძლება ეფუძნებოდეს ნამდვილ ამბავს;

·         მთავარ გმირს შეიძლება ჰქონდეს სხვასთან დაპირისპირება, გადასალახი პრობლემა.

აგებულება, სტრუქტურ

·         აქვს სათაური;

·         აქვს დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული;

·         ტექსტი დაყოფილია აბზაცებად.

 

 

 

 

 

 

ელექტრული რესურსის “ვსწავლობათ თამაშით” გამოყენებით თქვე მიერ ნასწავლი რომელიმე ტექსტის  შინაარსის ამსახველი ილუსტრაცია შექმენით. ილუსტრაციაში მოცემული უნდა იყოს   მინიშნებები, რომლებიც კონკრეტულ ჟანრზე მიუთითებს(მაგ.ზღაპრისთვის დამახასიათებელი დეტალები, ლექსისთვის დამახასიათებელი დეტალები და აშ.).  ერთმანეთის ნამუშევრები განიხილეთ და იმსჯელეთ  „მინიშნებების“ ჟანრთან შესაბამისობაზე.

 

შეფასების კრიტერიუმი: ტექსტის ჟანრული მახასიათებლების ამოცნობა;

 

 

 

 

 

შეფასების კრიტერიუმი / კრიტერიუმები

 

 

 

 

 

 



[1] როგორც აღინიშნა, ერთ თემატურ მატრიცაში ვირჩევთ ერთ-ერთ სამეტყველო მოქმედებას:  ან თხრობას, ან: აღწერას, ან: შედარებას. ან: საკუთარი აზრის გამოხატვა-დასაბუთებას;

[2] თემატურ ერთეულში მასწავლებელი საჭიროების მიხედვით შეარჩევს ჟანრს და დაამუშავებს მას ან დამოუკიდებლად, ან სხვა ცნებასთან (მაგ., გაგება, წერა და სხვ.) შეწყვილებით;

საგანი:     ქართული ენა და ლიტერატურა

ძირითადი რესურსი: ანო და მანო   ნინო ნაკაშიძე

თემა: მეგობრობა      

შესაძლო დამატებითი თემატიკა:

კლასი:  IIIზ   

საათების სავარაუდო რაოდენობა:  

სკოლა: მე-11 საჯარო სკოლა    

პედაგოგი: მ.მინდიაშილი

 

 

სამიზნე ცნება  და მასთან დაკავშირებული  მკვიდრი წარმოდგენები

 

ქვეცნებები, საკითხები:

 

 

სამიზნე ცნების საკვანძო შეკითხვა/ შეკითხვები

1.        როგორ გარდავქმნა სიტყვებით მოცემული ინფორმაცია ნახატად?

2.        რამდენად და როგორ ამდიდრებს ტექსტის წაკითხვა ჩემი სიტყვების მარაგს?

3.        რატომაა მნიშვნელოვანი გონებრივი ხერხების გამოყენება?

 

 

 

 

 

კომპლექსური დავალებები

 

 

ტექსტის გაგება

·         ტექსტის გაგებისთვის უნდა დავაკვირდე:

ა)  შინაარსს (მაგ., მოქმედების დროსა ადგილს, პერსონაჟ(ებ)ს; ამბის განვითარებას, მთავარ იდეას/საკითხს, დეტალებს, ჟანრს);

ბ) ენას (მაგ., გამოყენებულ სიტყვებს, მხატვრულ ხერხებს);

გ) სტრუქტურას (სათაურს, აბზაცებს);

 

·   წაკითხული/მოსმენილი ტექსტის გასაგებად, აზრის გამოსატანად საჭიროა სხვადასხვა გონებრივი ხერხის გამოყენება.

მაგალითად:

Ø უნდა დავამყარო კავშირები ჩემს ცოდნა-გამოცდილებასა და ტექსტს შორის; ტექსტის სხვადასხვა ნაწილს შორის;

Ø მინიშნებებზე დაყრდნობით უნდა გამოვთქვა და გადავამოწმო ვარაუდები, გამოვიტანო და გადავამოწმო დასკვნები;

Ø ტექსტზე მუშაობისას უნდა  დავფიქრდე და გავიაზრო, რომელი გონებრივი ხერხი მჭირდება დასმული  ამოცანის გადასაჭრელად.

 

გაკვეთილი N1 (რეკომენდაცია ერთ დღეში 2 ქართულის გაკვეთილისთვის)

აქტივობაN!. გონებრივი იერიში,,-გაიხსენეთ რა თამაშებს თამაშობდით ზაფხულის არდადეგებზე?

აქტივობაN2.  წაიკითხეთ ტექსტი ჩუმად, ინდივიდუალურად და წარმოსახვაში გააცოცხლლეთ ეს ტექსტი.(დისკუსია თემის შესახებ)

აქტივობა N3. მასწავლებლის დახმარებით ტექსტი დავყოთ ეპიზოდებად. (ვაკეთებთ გეგმას)

აქტივობა N4. ვყოფ კლასს იმდენ ჯგუფად, რამდენი ეპიზოდიც არის და  ,,ვსწავლობთ თამაშის დახმარებით გააცოცხლეთ კონკრეტული ეპიზოდის ილუსტრაციას.

გაკვეთილი N2.

აქტივობა N5.  მოსწავლეები აკვირდებიან უკვე ნაცნობი ტექსტის გაგებაზე მიმართულ შეკითხვებს; გაიაზრებენ, რომელი  გონებრივი ხერხის გამოყენებას მოითხოვს თითოეულ მათგანზე პასუხის გაცემა და ასაბუთებენ, რატომ ფიქრობენ ასე.

ინსტრუქცია. 

·         გაეცანი ცხრილს და ქვემოთ მოცემულ კითხვის ხერხებს.

·         წაიკითხე შეკითხვები და დაფიქრდი, რომელი  ხერხი უნდა გამოიყენო თითოეულ მათგანზე პასუხის გასაცემად.

·         შესაბამის უჯრაში ჩაწერე შერჩეული გონებრივი ხერხი და დაასაბუთე შენი არჩევანი.

კომპლექსური დავალება:

შეკითხვა

რომელი გონებრივი ხერხი უნდა გამოიყენო? რატომ ფიქრობ ასე?

ა)რა ადგილი ჰქონდათ არჩეული გოგონებს სათამაშოდ?

 

 

ბ)რით ერთობოდნენ ისინი ზაფხულობით?

 

 

გ)ანო და მანო დები იყვნენ?

 

დ) რა ნივთის მაგივრობას უწევდა გოგონებს ბაბუაწვერას ფოთლები?

 

ე)რაზე ოცნებობდნენ გოგონები?

 

ვ)რა და როგორ შეიცვალა სექტემბერში?

 

ზ)რომელ კლასში არიან გოგონები?

 

 

კითხვის ხერხები:

1.  პასუხი პირდაპირ უნდა მოვიძიო ტექსტში;

2.  ერთმანეთს უნდა დავუკავშირო მინიშნებები და გამოვიტანო დასკვნა;

3.  მინიშნებები უნდა დავუკავშირო ჩემს ცოდნას, გამოცდილებას და გამოვიტანო დასკვნა. 

მოსწავლეები წარმოადგენენ ნამუშევრებს  და მსჯელობის საფუძველზე შეაჯერებენ პასუხებს.

 

 

 

მოსწავლეები ინდივიდუალურად აფასებენ საკუთარ  ნამუშევარს:

 

N

შეფასების კრიტერიუმი

კარგია

დამაკმაყოფილებელია

1.

მოსწავლეს შეუძლია გონებრივი ხერხების  ამოცნობა,

 

 

2.

აღწერა და ახსნა

 

 

 

 

 

 

1.         შენ ქმნი ტექსტის /ტექსტის ეპიზოდის, მონაკვეთის ამსახველ ილუსტრაციებს სახატავი საშუალებების ან ელექტრონული რესურსის  - „ვსწავლობთ თამაშით“  - გამოყენებით; აღწერ ილუსტრაციებს და  ხსნი, როგორ შეესაბამება ვიზუალური ტექსტი სიტყვიერს.

 

 

 

ცხრილის შევსების გზით შეკითხვების გონებრივ ხერხებთან დაკავშირება

 

დავალების მოკლე  აღწერა: მოსწავლეები აკვირდებიან უკვე ნაცნობი ტექსტის გაგებაზე მიმართულ შეკითხვებს; გაიაზრებენ, რომელი  გონებრივი ხერხის გამოყენებას მოითხოვს თითოეულ მათგანზე პასუხის გაცემა და ასაბუთებენ, რატომ ფიქრობენ ასე.

ინსტრუქცია. 

·         გაეცანი ცხრილს და ქვემოთ მოცემულ კითხვის ხერხებს.

·         წაიკითხე შეკითხვები და დაფიქრდი, რომელი  ხერხი უნდა გამოიყენო თითოეულ მათგანზე პასუხის გასაცემად.

·         შესაბამის უჯრაში ჩაწერე შერჩეული გონებრივი ხერხი და დაასაბუთე შენი არჩევანი.

ცხრილი.

შეკითხვა

რომელი გონებრივი ხერხი უნდა გამოიყენო? რატომ ფიქრობ ასე?

ა)რა ადგილი ჰქონდათ არჩეული გოგონებს სათამაშოდ?

 

 

ბ)რით ერთობოდნენ ისინი ზაფხულობით?

 

 

გ)ანო და მანო დები იყვნენ?

 

დ) რა ნივთის მაგივრობას უწევდა გოგონებს ბაბუაწვერას ფოთლები?

 

ე)რაზე ოცნებობდნენ გოგონები?

 

ვ)რა და როგორ შეიცვალა სექტემბერში?

 

ზ)რომელ კლასში არიან გოგონები?

 

 

კითხვის ხერხები:

4.  პასუხი პირდაპირ უნდა მოვიძიო ტექსტში;

5.  ერთმანეთს უნდა დავუკავშირო მინიშნებები და გამოვიტანო დასკვნა;

6.  მინიშნებები უნდა დავუკავშირო ჩემს ცოდნას, გამოცდილებას და გამოვიტანო დასკვნა. 

მოსწავლეები წარმოადგენენ ნამუშევრებს  და მსჯელობის საფუძველზე შეაჯერებენ პასუხებს.

 

 

შეფასების კრიტერიუმი / კრიტერიუმები:

 

 

მოსწავლეს შეუძლია ტექსტის გაგების საფუძველზე  სათანადო დასკვნების გამოტანა  ქრონოლოგიური და   მიზეზშედეგობრივი კავშირების შესახებ.

 

 

 

 

 

მოსწავლეს შეუძლია გონებრივი ხერხების  ამოცნობა, აღწერა და ახსნა, რატომაა ისინი საჭირო)

 

 

 

 

 

სამიზნე ცნება  და მასთან დაკავშირებული  მკვიდრი წარმოდგენები

 

ქვეცნებები, საკითხები:

 

თემა

იდეა

ხედვის კუთხე

 

სამიზნე ცნების საკვანძო შეკითხვა / შეკითხვები:

რის საფუძველზე/ (რაზე დაყრდნობით) შევძლებ ტექსტის გაგრძელებას?

 

 

 

კომპლექსური დავალებები

 

 

ინტერპრეტირება

·         ტექსტში მოცემული ინფორმაციისა და პირადი  ცოდნა-გამოცდილების დაკავშირების საფუძველზე შემიძლია:

o   ტექსტის მნიშვნელობის ახსნა,

o   ახალი იდეების  შემუშავება;

o    ტექსტის წარმოდგენა ახალი   კუთხით, განსხვავებული ფორმით.

 

გაკვეთილი N 3.მოსწავლეებს წინასწარ ჰქონდათ მითითება, მოეფიქრებინათ, თუ როგორ გააგრძელებდნენ ამ ტექსტის შინაარსს.

აქტივობა N1. გონებრივი იერიში.გაიხსენეთ ტექსტის შინაარსი.გაიხსენეთ თითოეული ეპიზოდი,მოკლედ და აქვაკეთებთ ტექსტის დასასრულზე.

 

 აქტივობა N2გთხოვთ, მოიფიქროთ, როგორ გააგრძელებდით ამ მოთხრობას და გააგრძელონ ამბავი წერილობითი ინტერპრეტაციით.

 

 

აქტივობა N3.  შევიმუშავებ წერის შეფასების რუბრიკას.

N

შეფასების კრიტერიუმი

კარგია

დამაკმაყოფილებელია

2.

მოსწავლეს შეუძლია  ტექსტში მოცემული  პირადი  ცოდნა-გამოცდილების დაკავშირების საფუძველზე ახალი იდეების გენერირება.

 

 

 

მოსწავლე თხზავს ტექსტის გაგრძელებას და აფორმებს ილუსტრაციებით

 

 

 

შეფასების კრიტერიუმი / კრიტერიუმები

მოსწავლეს შეუძლია  ტექსტში მოცემული ინფორმაციისა და პირადი  ცოდნა-გამოცდილების დაკავშირების საფუძველზე ახალი იდეების გენერირება.

 

 

სამიზნე ცნება  და მასთან დაკავშირებული  მკვიდრი წარმოდგენები

 

ქვეცნებები, საკითხები:

·         რთული სიტყვები.

 

სამიზნე ცნების საკვანძო შეკითხვა / შეკითხვები

როგორ გავაერთიანო სიტყვები წინადადებებად?

 

 

 

 

კომპლექსური დავალებები

 

 

 

გრამატიკული კანონზომიერებების აღმოჩენა და გამოყენება

 

·                     დაკვირვების შედეგად შეიძლება იმის აღმოჩენა, თუ რა წესით იცვლება სიტყვების ფორმა და აგებულება;

·        აღმოჩენილი წესის საფუძველზე შესაძლებელია სიტყვების ფორმისა და აგებულების შეცვლა;

·         სიტყვის ფორმის შეცვლამ შეიძლება გამოიწვიოს მისი მნიშვნელობის ცვლილებაც;

·        სიტყვები ერთიანდება წინადადებად.

·        წინადადებაში სიტყვები ერთმანეთთან დასაკავშირებლად  საჭირო ფორმას იძენს;  

·         სიტყვების დაჯგუფება შესაძლებელია სხვადასხვა ნიშან-თვისების მიხედვით.

 

გაკვეთილი N4

აქტივობა N 1.გონებრივი იერიში.-გთხოვთ გადახედოთ ტექსტს და მოძებნოთ ამ ტექსტში უცხო სიტყვები.სიტყვები ჩამოიყრება დაფაზე, ზეპირად გამოთქვამენ ვარაუდებს. ან მოიძიებენ ლექსიკონსი სიტყვების შესაბამის განმარტებას .

 

აქტივობა N 2 ამ სიყვების დახმარებით შეადგინონ ახალი წინადადება ან შეავსონ ფრეიერის სქემა.ნამუშევრების პრეზენტაცია გამართონ კლასში.

უცხო სიტყვების დახმარებით შეადგინონ ახალი წინადადება ან შეავსონ ,,ფრეიერის სქემა.’ნამუშევრების პრეზენტაცია გამართონ კლასში.

,,ფრეიერის სქემის” შევსების ინსტრუქცია:

·         შიდა პატარა ოთხკუთხედში იწერება უცხო სიტყვა და მისი შესაბამისი განმარტება.

·         მარცხენა ზედა ოთხკუთხედში ამ სიტყვის სინონიმი ან ანტონიმი

·         მარჯვენა ზედა ოთხკუთხედში კი წინადადება ამ სიტყვისგამოყენებით ტექსტიდან.

·         ქვედა მარცხენა კუთხეში ახალი წინადადება ამ სიტყვის გამოყენებით.

·         ბოლოს ნახატი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შეფასების კრიტერიუმი/კრიტერიუმები

მოსწავლეს შეუძლია:

 

სიტყვათა შეკავშირების საფუძველზე წინადადებების შედგენა.

 

სამიზნე ცნება  და მასთან დაკავშირებული  მკვიდრი წარმოდგენები

 

ქვეცნებები, საკითხები:

სასვენი ნიშნები და მათი ფუნქცია (გრძნობის გამოხატვა პაუზის აღნიშვნა

 

სამიზნე ცნების საკვანძო შეკითხვა / შეკითხვები

როგორ მოვახდინო მსმენელზე შთაბეჭდილება?

     

კომპლექსური დავალებები

 

 მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს პერსონაჟების როლების მორგებით; ხმის, მიმიკისა და ინტონაციის მეშვეობით გადმოსცემენ პერსონაჟების განწყობას, ემოციებს, დამოკიდებულებას სხვა პერსონაჟების მიმართ და მისთ. 

 

 

გაწაფული  კითხვა

·         მნიშვნელოვანია ხმამაღლა წაკითხვა უშეცდომოდ და შეუფერხებლად;

·         საჭიროა სასვენი ნიშნების, აბზაცების წინასწარ დანახვა და მათი გათვალისწინებით ინტონაციისა და პაუზების მართვა;

გაწაფული კითხვა მნიშვნელოვანია ტექსტის გაგების გასაადვილებლად.

. გაკვეთილი N5 მოსწავლეებს წინასწარ აქვთ მიცემული დავალება, რომ სახლში ივარჯიშონ გამომეტყველებით კითხვაში.

გონებრივი იერიში: აქტივობა N 1.

როგორ მოვახდინოთ შთაბეჭდილება მსმენელზე?როგორ უნდა წავიკითხო, რომ მეგობარმა ინტერესით მომისმინოს?

მსჯელობა თემის ირგვლივ/

კლასი იყოფა 2 ჯგუფად, ერთი ჯგუფი ტექსტის შინაატსის გათვალისწინებით სცენას ამზადებს კლასის ერთ მხარეს, მეორე -მეორე მხარეს, ირჩევენ მკითხველებს და ეწყობა მკითხველის თეატრი.( რის საშუალებასაც მისცემს ტექსტი: ჩრდილების თეატრი,პანტომიმა)

 

 კლასს ვთხოვთ შეარჩიოს საუკეთესო მკითხველი და მოსწავლე, რომელსაც შეუძლია თამამად გამოხატოს ემოციები. მოსწავლე კითხულობს ტექსტს გამომეტყველებით, ხოლო მეორე პანტომიმით ასახიერებს ამ ტექსტისშინაარსს კონკრეტული წინადადების მიხედვით,მოსწავლეები ხელის ნიშნებით აფასებენ რამდენად სწორად არის შესრულებული დავალება.

 

 

 

 

 

შეფასების კრიტერიუმი / კრიტერიუმები

მოსწავლეს შეუძლია უშეცდომოდ და შეუფერხებლად

წაკითხვა;   სასვენის ნიშნების გათვალისწინებით სათანადო ინტონაციის შერჩევა და პაუზების დაცვა; მიმიკა-ჟესტიკულაციის ადეკვატურად გამოყენება.

 

 

სამიზნე ცნება  და მასთან დაკავშირებული  მკვიდრი წარმოდგენები;

 

 ფუნქციური სამეტყველო მოქმედება[1]

ქვეცნებები, საკითხები:

 

სხვადასხვა მონათხრობი

 

 

სამიზნე ცნების საკვანძო შეკითხვა / შეკითხვები

როგორ მოვახდინო შთაბეჭდილება მსმენელზე?

კომპლექსური დავალებები

 

  1 . მოსწავლეებმა ტექსტიდან მასწავლებლის მიერ შერჩეული იშვიათად ხმარებული სიტყვების (დაკოჟრილი, ბუერა, ჭინჭილა, ჭყიმი) გამოყენებით უნდა შექმნან მცირე ზომის უჩვეული, საინტერესო, სასაცილო ამბავი კონრეტული თემატიკაზე (მაგ., ექსკურსიაზე; უცნაური დილა; ეზოში, ზაფხული ერთ დღეს, დაბადების დღეზე და სხვ.)

 

2.        მოსწავლეებმა გაიხსენონ და აღწერონ ის ადგილი და გარემო სადაც თამაში დ ა გართობა უყვართ. ნაწერს დაურთონ შესაბამისი ილუსტრაცია.

 

თხრობა

·   მოვლენები უნდა გადმოვცე  თანამიმდევრულად;

·   შემიძლია  გამოვიყენო თანამიმდევრობის აღმნიშვნელი სიტყვები;

 შემიძლია გამოვიყენო ისეთი ენა, რომელიც შთაბეჭდილებას მოახდენს მსმენელზე/მკითხველზე, დააინტერესებს მას.;

ან

აღწერა

·         ობიექტზე (საგანზე,  მოვლენაზე) დასაკვირვებლად  უნდა შევარჩიო კრიტერიუმები;

·         შერჩეული კრიტერიუმების საფუძველზე შემიძლია დავაჯგუფო კონკრეტული ინფორმაცია;

·         საჭიროა გამოვიყენო სხვადასხვა ნიშან-თვისების აღმნიშვნელი სიტყვები;

·         შემიძლია გამოვიყენო ისეთი ენა, რომელიც მსმენელს/მკითხველს

თვალწინ გაუცოცხლებს აღსაწერ ნივთს/ობიექტს.

ან

 

შედარება

·         ობიექტები უნდა შევადარო შერჩეული საერთო კრიტერიუმების საფუძველზე;

·         შერჩეული კრიტერიუმების საფუძველზე შემიძლია დავაჯგუფო მსგავსება-განსხვავებათა კონკრეტული მაგალითები;

·         ტექსტის შედგენისას შემიძლია გამოვიყენო მსგავსებისა და განსხვავების აღმნიშვნელი სიტყვები და კონსტრუქციები.

ან

 

აზრის გამოხატვა და დასაბუთება

Ø დასაბუთებული აზრის გამოსახატავად უნდა:

Ø გამოვთქვა ჩემი მოსაზრება;

Ø ავხსნა, რატომ ვფიქრობ ასე;

Ø მოვიყვანო მოსაზრების დამადასტურებელი კონკრეტული მაგალით(ებ)ი.

 

 

გაკვეთილი N 5 აღწერა. კომპლექსური დავალება N2

გონებრივი იერიში.

ჩავიფიქრებ სიტყვას და ავუღწერ მას ისე რომ გამოვიყენო ყველა ის თვისება, რაც ამ სიტყვას შეეფერება და მოსწავლეებს ვთხოვ გამოიცნონ იგი.

აქტივობა N1.მოსწავლეებს ვაჩვენებ ილუსტრაციას და ვთხოვ აღწერონ ეს სურათი. დავუსვათ ასეთი შეკითხვა, რა არის საჭირო რაიმე ნივთის ასაღწერად , რა მნიშვნელობა აქვს დეტალებს სურათის ასაღწერად?

  ან

აქტივობა N 1 ხატვა კარნახით.მსჯელობა ნამუშევრებზე.

აქტივობა N2 ვთხოვ მოსწავლეებს ტექსტში მოძებნონ ის ადგილი, სადაც აღწერაა გამოყებული და ამოიკითხონ.

აქტივობა N 3გაიხსენეთ რა ადგილებში გიყვართ თამაში. და შემდეგ ვთხოვთ ზეპირად აღწერონ ის ადგილი, სადაც უყვართ თამაში და მერე,,ვსწავლობ თამაშის” საშუალებით გააცოვხლონ ეს ადგილი.

 

 

 

 

 

შეფასების კრიტერიუმი / კრიტერიუმები

მოსწავლეს შეუძლია ამბის შეთხზვა ლექსიკის ცოდნის შემოქმედებითად გამოყენებით; ამბის თანამიმდევრულად გადმოცემა.

 

 

 

სამიზნე ცნება  და მასთან დაკავშირებული  მკვიდრი წარმოდგენები

 

ქვეცნებები, საკითხები:

 

რა მიზნით ვწერ?

მართლწერა

აბზაცი

 

სამიზნე ცნების საკვანძო შეკითხვა / შეკითხვები

 

რატომ/ რა მიზნით ვწერ? როგორ გავაუმჯობესო ნაწერის პირველადი ვარიანტი?

 

კომპლექსური დავალებები

 

 

. წერა

·               წარმატებული წერისთვის უნდა გამოვიყენო სხვადასხვა  ხერხი  წერის დაწყებამდე, წერის დროს, წერის შემდეგ;

წერის დაწყებამდე

·         უნდა გავიაზრო,  რა მიზნით ვწერ და ვისთვის,  რა ჟანრში ვწერ;

·         უნდა შევიმუშავო იდეები და მოვახდინო მათი ორგანიზება;

·         თავი უნდა მოვუყარო აუცილებელ რესურსებს.

წერის დროს

·         უნდა ვითვალისწინებდე ჩემს მიზანს (რისთვის ვწერ) და ამ მიზნის შესაბამისად უნდა ვაყალიბებდე სათქმელს (აზრებს, გრზნობებს), ვარჩევდე სიტყვებს;

·         უნდა ვითვალისწინებდე ჟანრის მახასიათებლებს;

წერის შემდეგ

·         პირველადი  ვარიანტის გასაუმჯობესებლად  საჭიროა მისი წაკითხვა მკითხველის თვალით;

·         შეფასების კრიტერიუმების გამოყენება დამეხმარება  ნამუშევრის გაუმჯობესებაში;

·         საბოლოო ვარიანტის შემუშავების  შემდეგ შემიძლია მისი გაფორმება.

 

აქტივობა N 1.კლასში იმართება დისკუსია ნამუშევრების მიხედვით.შენ მიერ წარმოდგენილ სურათზე მოცემულ ადგილზე მარტო თამაშობ, თუ მეგობრებთან ერთად? მოსწავლეები ზეპირად დაახასიათებენ საყვარელ მეგობარს და მოსწავლეები ინსტრუქციის მოთხოვნათა გათვალისწინებით ქმნიან კონკრეტული ტიპის წერით ნამუშევარს. „ჩემი საუკეთესო მეგობარი“

 

აქტივობა N 3

მოსწავლეები ერთობლივად შეიმუშავებენ ნაწერის შეფასების კრიტერიუმებს,  წერენ პირველად ვერსიას,  კრიტერიუმების ბადის გამოყენებით აფასებენ და აუმჯობესებენ მას,  ქმნიან საკუთარი ნაწერის საბოლოო ვერსიას და აფორმებენ მას.

კრიტერიუმები

უშეცდომოდ  წერა

 

 

 

ტავტოლოგია(ერთიდაიგივე სიტყვის ხშირად გამოყენება)

 

 

 

სასვენი ნიშნების დაცვა

 

 

 

 

მოსწავლეები ინსტრუქციის მოთხოვნათა გათვალისწინებით ქმნიან კონკრეტული ტიპის წერით ნამუშევარს. „ჩემი საუკეთესო მეგობარი“

 

მოსწავლეები ერთობლივად შეიმუშავებენ ნაწერის შეფასების კრიტერიუმებს,  წერენ პირველად ვერსიას,  კრიტერიუმების ბადის გამოყენებით აფასებენ და აუმჯობესებენ მას,  ქმნიან საკუთარი ნაწერის საბოლოო ვერსიას და აფორმებენ მას.

 

 

 

 

შეფასების კრიტერიუმი / კრიტერიუმები

მოსწავლეს შეუძლია მიზნისა და აუდიტორიის შესაბამისი წერითი ნამუშევრის შექმნა, პირველადი ვარიანტის გაუმჯობესება ენობრივი, შინაარსობრივი, ჟანრული, სტრუქტურული პარამეტრების მიხედვით.

 

 

 

 

  სამიზნე ცნება  და მასთან დაკავშირებული  მკვიდრი წარმოდგენები

 

ჟანრები[2]

ქვეცნებები, საკითხები:

 

 

სამიზნე ცნების საკვანძო შეკითხვა / შეკითხვები

 

 

 

კომპლექსური დავალებები

 

 

სამიზნე ცნება  და მასთან დაკავშირებული  მკვიდრი წარმოდგენები

 

ქვეცნებები, საკითხები:

 

 

სამიზნე ცნების საკვანძო შეკითხვა / შეკითხვები

 

 

კომპლექსური დავალებები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შეფასების კრიტერიუმი / კრიტერიუმები

მოსწავლეს შეუძლია:

 

 

 

 

სამიზნე ცნება  და მასთან დაკავშირებული  მკვიდრი წარმოდგენები

 

ქვეცნებები, საკითხები:

 

 

სამიზნე ცნების საკვანძო შეკითხვა / შეკითხვები

 

 

კომპლექსური დავალებები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შეფასების კრიტერიუმი / კრიტერიუმები

 

 

 

 


 

 

 



[1] როგორც აღინიშნა, ერთ თემატურ მატრიცაში ვირჩევთ ერთ-ერთ სამეტყველო მოქმედებას:  ან თხრობას, ან: აღწერას, ან: შედარებას. ან: საკუთარი აზრის გამოხატვა-დასაბუთებას;

[2] თემატურ ერთეულში მასწავლებელი საჭიროების მიხედვით შეარჩევს ჟანრს და დაამუშავებს მას ან დამოუკიდებლად, ან სხვა ცნებასთან (მაგ., გაგება, წერა და სხვ.) შეწყვილებით;






No comments:

Post a Comment