ბუნებისმეტყველება

საგანი:                        ბუნებისმეტყველება

მიმართულება:          სხეულები და მოვლენები

კლასი: III

საათების სავარაუდო რაოდენობა:

სკოლა: მე-11 საჯარო სკოლა

პედაგოგი:მ.მინდიაშვილი

სამიზნე ცნება და ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები

 

საკითხი / საკითხები

საკვანძო შეკითხვა / საკვანძო შეკითხვები

კომპლექსური დავალება / დავალებები

ნივთიერების თვისებები

·         ყველა სხეული შედგება ერთი ან რამდენიმე ნივთიერებისაგან;

·         ნივთიერებები განსხვავდება ერთმანეთისაგან თვისებებით; (მაგალითად, ზოგიერთი ნივთიერება/მასალა კარგად ატარებს სითბოს, ზოგი კი - ცუდად; ზოგიერთი ნივთიერება/მასალა კარგად ატარებს სინათლეს, ანუ, გამჭვირვალეა, ხოლო ზოგი ცუდად ატარებს, ზოგი კი საერთოდ არ ატარებს მას).

 

 

სხეულის აგებულება და დანიშნულება

·   სხეულები ერთმანეთისაგან სხვადასხვა ნიშნ-თვისებით  განსხვავდებიან;

·   ადამიანის მიერ შექმნილი სხეულის დანიშულებას შეესაბამება მასში შემავალი ნივთირებების თვისებები.  

 

 

 

მოძრაობა და ძალა

·         სხეულის მოძრაობის სისწრაფის თუ მიმართულების ცვლილება განპირობებულია ამ სხეულზე ძალის/ძალების მოქმედებით;

·         ზოგიერთი ძალის მოქმედებისას ურთიერთმოქმედი სხეულები ერთმანეთს უშუალოდ ეხებიან, ზოგი ძალა კი მანძილზე მოქმედებს.

 

 

 

 

მარტივი კანონზომიერებები: სინათლისა და სითბოს გავრცელება

1.როგორ განსხვავდებიან ჩვენს გარშემო არსებული საგნები ერთმანეთისგან თვისებების მიხედვით?

2.რით განსხვავდება სინათლისა და სითბოს წყაროები?

3.როგორ უნდა მოვიქცე უსაფრთხოების წესების დაცვით ხელოვნური სითბოსა და სინათლის წყაროებთან მიმართებაში?

4რომელი საგანი უფრო მეტად ატარებს სითბოს მეტალის თუ ფაიფურის.?

5.ზამთრის სეზონზე რატომ ვიცმევთ თბილად?

აქტივობა / აქტივობები:

გაკვეთილი N1.

სითბოს კარგი და ცუდი გამტარი

გონებრივი იერიში:

მოსწავლეებს ვთხოვთ რომ დაადონ მერხს ხელი რამდენიმე წუთის განმავლობაში და შემდეგ შეადარონ იმ ადგილს, რომელზეც საერთოდ არ დაუდვიათ ხელი.იმსჯელონ რატომ არის ის ადგილი თბილი და ცივი?

აქტივობაN2.

მოსწავლეებს ვთხოვთ გამოთქვან ვარაუდი როგორია ჭიქა სანამ ცხელ წყალს ჩავასხამთ? როგორი იქნება ცხელი წყლის ჩასხმის შემდეგ? ჩავატაროთ ცდა.ჩავასხათ ერთიდაიგივე ტემპერატურის წყალი რკინის და კერამიკის ჭურჭელში და განასვავონ რომელია უფრო ცხელი და გამოგვაქვს დასკვნები ამის მიხედვით.

·         მოსწავლეებმა ჩაის დასალევად აიღონ ორი ჭიქა, მეტალის და ფაიფურის. ჩაასხან ცხელი წყალი და დააკვირდნენ, რომელ ჭიქას მოკიდებენ უფრო ადვილად ხელს, რომელს ვერა და რატომ?

 

აქტივობა N 3.

მოსწავლეებს დაფაზე ჩამოვუწერთ რამდენიმე საგანს და ვთხოვთ დააჯგუფონ სითბოს გამტარობის მიხედვით.მაგ: რვეული, რკინის სახაზავი, ფანქარი, მინა,პლასტმასის სახაზავი., რვეულის ფურცელი გაყონ ორ ნაწილად ერთ მხარეს დახატონ სითბოს კარგი გამტარი საგნები,  მეორე მხარეს -სითბოს ცუდი გამტარი საგნები.

 

აქტივობა N4

კომპლექსური დავალება:

ციფრული რესურსის „ვსწავლობთ თამაშის“ გამოყენებით კატალოგის შექმნა, რომელშიც სახლსა და სკოლაში არსებული ნივთები იქნება დაჯგუფებული იმის მიხედვით, თუ რომელი ატარებს კარგად სითბოს, რომელი ცუდად. რომელი ნივთი ატარებს სინათლეს კარგად ე.ი. გამჭვირვალეა, რომელი ცუდად, რომელი საერთოდ არ ატარებს.

 

გაკვეთილი N2.

 სინათლის და სითბოს ბუნებრივი და ხელოვნური წყაროები.

გონებრივი იერიში:

 

 

1.     ციფრული რესურსის „ვსწავლობთ თამაშის“ გამოყენებით კატალოგის შექმნა, რომელშიც სახლსა და სკოლაში არსებული ნივთები იქნება დაჯგუფებული იმის მიხედვით, თუ რომელი ატარებს კარგად სითბოს, რომელი ცუდად. რომელი ნივთი ატარებს სინათლეს კარგად ე.ი. გამჭვირვალეა, რომელი ცუდად, რომელი საერთოდ არ ატარებს.

2.     მოსწავლემ ჩამოთვალოს სითბოსა და სინათლის წყაროები და შესაბამისი ილუსტრაციები დაურთოს და ჩამოაყალიბოს, რით განსხვავდება სითბოსა და სინათლის წყაროები.

3.     მოსწავლეებმა გააკეთონ ჩამონათვალი ისეთი სითბოსა და სინათლის წყაროების, რომლებიც ადამიანის მიერ არის შექმნილი (ხელოვნური). იმსჯელონ და ჩამოწერონ უსაფრთხოების წესები, რომლებიც აუცილებელია ამ ნივთებთან ურთიერთობაში.

4.     მოსწავლეებმა ჩაის დასალევად აიღონ ორი ჭიქა, მეტალის და ფაიფურის. ჩაასხან ცხელი წყალი და დააკვირდნენ, რომელ ჭიქას მოკიდებენ უფრო ადვილად ხელს, რომელს ვერა და რატომ?

5.     მოსწავლეებმა ჩამოწერონ როგორი ტანსაცმელი აცვიათ ზამთარსა და ზაფხულში და იმსჯელონ, როგორი და რა მასალით დამზადებული ტანსაცმელი გვჭირდება სეზონების მიხედვით და რატომ?

6.     მოსწავლეები დააკვირდებიან ილუსტრაციებს, სხვადასხვა ცხოველების და ფრინველების და იმსჯელებენ თუ რა მნიშვნელობა აქვს მათთვის ბუმბულსა და ბეწვს.

 

რესურსები

შეფასების კრიტერიუმები

წიგნი „ბუნებისმეტყველება“ - მანანა ვარდიაშვილი, მესამე კლასი,  პირველი ნაწილი გვ. 34

 

გაანალიზება, თუ რომელი შეგრძნების ორგანოებით აღვიქვამთ ნივთიერებათა თვისებებს.

ერთმანეთისაგან განასხვავოს სხვადასხვა ნიშან-თვისებების მქონე სხეულები.

საკითხი / საკითხები

საკვანძო შეკითხვა / საკვანძო შეკითხვები

კომპლექსური დავალება / დავალებები

მარტივი კანონზომიერებები: ბგერის წარმოქმნა და გავრცელება

როგორ იცვლება ხმა და რხევის სიხშირე?

როგორ ავაწყო მელოდია განსხვავებული საგნებისგან გამოცემული ბგერებით?

როგორ ბგერებს გამოსცემენ სხვადასხვა ცხოველები და ფრინველები ერთმანეთთან კომუნიკაციის დროს?

როგორ ურთიერთობენ დელფინები და ღამურები ერთმანეთთან და რა მანძილზე შეიძლება გავრცელდეს ბგერა?

როგორ და რატომ განსხვავდება სხვადასხვა სიმების ხმიანობა?

სად და როგორ ვრცელდება ბგერა?

აქტივობა / აქტივობები:

 

 

 

 

1.     მოსწავლეებმა მეტალის გრძელი სახაზავის ერთი ბოლო მაგიდაზე დადონ, მაგიდის ბოლოს გამოშვერილ ნაწილს ხელი ჩამოჰკრან, თანდათან დააგრძელონ სახაზავის გამოშვერილი ნაწილი. ცდები გაიმეორონ და უპასუხონ კითხვებს: ყოველთვის ერთნაირად ესმოდათ სახაზავის ხმა? როგორ შეიცვალა რხევის სიხშირე სახაზავის თავისუფალი ბოლოების დაგრძელებისას?

2.     მოსწავლეს ვთხოვოთ სხვადასხვა საგნების საშუალებით გამოცემული ბგერებით ააწყონ მელოდია.

3.     მოსწავლეებმა ინტერნეტის საშუალებით მოისმინონ სხვადასხვა ცხოველების და ფრინველების მიერ გამოცემული ბგერები და დაალაგონ მაღალი და დაბალი ხმიანობის მიხედვით.

4.     მოსწავლეებმა ჩაატარონ კვლევა ბგერის გავრცელებაზე მოიძიონ ინფორმაცია ღამურებსა და დელფინებზე, თუ როგორ შედიან ისინი ერთმანეთთან კომუნიკაციაში და რა მანძილზე შეუძლიათ მიაწვდინონ ხმა ერმანეთს.

5.       მოსწავლეებმა აიღონ რომელიმე ინსტრუმენტი მისი თითოეული სიმი ცალ-ცალკე ააჟრერონ. სიმს ყურადღებით დააკვირდნენ და მოუსმინონ. განსხვდება თუ არა სიმების ჟღერადობა ერთმანეთისგან და რატომ?

6.       მოსწავლეები დააკვირდნენ სად და როგორ ვრცელდება ბგერა. ყური მჭიდრონ მიადონ მაგიდის ერთ ბოლოს. მეორე მოსწავლემ მეორე ბოლოსთან დააკაკუნოს. მაგიდას ყური მოაშორონ, კვლავ დააკაკუნონ მაგიდის ბოლოს. ერთნაირად ესმოდათ თუ არა ხმა?

 

რესურსები

შეფასების კრიტერიუმები

წიგნი „ბუნებისმეტყველება“ - მანანა ვარდიაშვილი, მესამე კლასი,  მეორე ნაწილი გვ. 68

 

განსახვავოს ერთმანეთისგან კონტაქტური და არაკონტაქტური ძალები.

გაანალიზოს ფაქტორები (ძალები, ზომა, ფორმა, ზედაპირი, შემადგენლობა), რომლებიც მოქმედებს სხეულების მოძრაობაზე და მოძრაობის სიჩქარეზე.

 

კვლევა  1.მოსწავლეებმა რამდენჯერმე აანთონ და ჩააქრონ ნათურა.დააკვირდნენ ოთახს . რა ხდება ნათურის ანთებისას? რა ხდება ნათურის ჩაქრობისას? აანთონ ფანარი და სინათლე მიმართონ სხვადასხვა სხეულისკენ. რას ამჩნევენ? 

          2.მოსწავლეებმა დააჯგუფონ სხვადასხვა ნივთიერებისაგან შედგენილი საგნები და ჩაატარონ ცდა, რომელი მასალისაგან დამზადებული ნივთები, როგორი სიმაღლის ბგერას  წარმოქმნის (მაგ.,ხე, რეზინი, ლითონი, პლასტმასი და ა.შ.)

·     მეცნიერული კვლევა გვეხმარება ბუნებაში არსებული  კანონზომიერებების ამოცნობაში;

·     მეცნიერული კვლევა მრავალეტაპიანი პროცესია: მეცნიერული კვლევის ეტაპებია:

ð        არტივი კითხვების დასმა შესასწავლი სხეულის/ პროცესის/მოვლენის შესახებ;

ð        ვარაუდის გამოთქმა;

ð        საკვლევი ობიექტის შესწავლა აკუთარი შეგრძნების ორგანოების ან  მარტივი ხელსაწყოების გამოყენებით;

ð        ობიექტების და პროცესების ამოიცნობა, აღწერა  და დახარისხება;

ð        კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭირო  მონაცემებ შეგროვება და ჩანიშვნა (ნახატების, პირობითი ნიშნების საშუალებით);

ð        დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა პირად  მოსაზრებებზე ან/და დაკვირვების  შედეგეზე დაფუძნებით;

ð        კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის (მაგ. ნახატი, ზეპირმეტყველება, ისტ) გამოყენება საკუთარი მოსაზრებების ან/და კვლევის შედეგების წარდგენისას.

                                   

სამიზნე ცნება:  ბუნებრივი მოვლენები

 

საკითხები:

ბუნებრივი მოვლენა: წვიმა,  თოვლი, სეტყვა.

 

კომპლექსური  დავალება  -  ამინდის ცვალებადობაზე  დაკვირვება და აღწერა 

 

·         კვირის განმავლობაში დააკვირდი ამინდის ცვალებადობას;

·         დაკვირვების შედეგები აღრიცხე მოცემულ ცხრილში;

 

ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინე:

·         რატომ და როგორ იცვლება ამინდი; ამინდის მახასიათებლები და მისი წარმოქმნის მიზეზები;

·         რა გავლენას ახდენს ამინდის ცვალებადობა ადამიანების ყოფაზე; 

ნამუშევრის წარდგენისას   შევსებულ ცხრილზე  დაყრდნობით აღწერე სხვადასხვა ამინდი, ან ამინდის ცვალებადობა კვირის განმავლობაში.

 

 

დღე

ჰაერის ტემპერატურა

ღრუბლიანობა

ნალექი

ამინდის აღწერილობა

ორშაბათი 

 

 

 

 

სამშაბათი 

 

 

 

 

ოთხშაბათი 

 

 

 

 

ხუთშაბათი 

 

 

 

 

პარასკევი 

 

 

 

 

შაბათი 

 

 

 

 

კვირა 

 

 

 

 

 

 

პრეზენტაციის შემდეგ ისაუბრე:

 

·         როგორ შეიძლება ტემპერატურის  გაზომვა?

·         როგორ შეიძლება ნალექის გაზომვა?

·         შეაფასე დავალების პირობასთან მიმართებით რამდენად კარგად გამოგივიდა დავალება?

·         რა გაგიადვილდა, რა გაგიძნელდა დავალების შესრულებისას?

·         რას გააკეთებდი სხვაგვარად ახლა რომ იწყებდე დავალების შესრულებას?

 

 

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე  სამუშაოდ:

აღწერისას გაითვალისწინე ამინდის გამომწვევი მახასიათებელი ფაქტორები.

 

 

მნიშვნელოვანია იცოდე:    

·         რა არის თერმომეტრი და რისთვის ვიყენებთ;

·         როგორ ზომავენ ღრუბლიანობას?;

·         ბუნებრივი მოვლენები, რომელიც გინახავს, ან რომლის შესახებაც გსმენია(წვიმა, თოვლი, სეტყვა).

 

 

 

 უპასუხე შეკითხვებს წერილობით: 

 

·         ვინ  აკვირდება და სწავლობს ამინდს? 

·         რატომ არის საჭირო ამინდზე დაკვირვება?

·         დაგჭირვებია თუ არა მომდევნო დღის ამინდის ცოდნა? როგორ მოიძიე ინფორმაცია? 

 

 


No comments:

Post a Comment